მნიშვნელოვანირეგიონი

საგარეჯოში ღამით დაჭრილი პირებისათვის, ექიმები სისხლის ჩაბარებას ითხოვენ

საგარეჯოში ღამით დაჭრილი პირებისათვის, ექიმებს სისხლი სჭირდებათ.

ინფორმაციას ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ბანკის საგარეჯოს ფილიალი ადასტურებს და საკუთარ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს.

“უდიდესი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს საგარეჯოში. დაჭრილებს ესაჭიროებათ სისხლი დიდი რაოდენობით. ჩვენი ბანკი გადადის მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე. ვიმუშავებთ შაბათს და კვირას. გთხოვთ მობრძანდეთ და გვერდში დავუდგეთ ჩვენს თანამოქალაქეებს”- წერია განცხადებაში.

საგარეჯოელების ინფორმაციით, ყველზე დიდი რაოდენობით, დაჭრილებს მეორე ჯგუფის დადებითი რეზუსის სისხლი სჭირდებათ.

სისხლის ბანკში მოქალაქეები უკვე მიდიან და დაჭრილი თანაქალაქელებისათვის სისხლს აბარებენ.

საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალში ამჟამად ოთხი დაჭრილი იმყოფება.

ერთი მათგანის მდგომარეობა, განსაკუთრებით მძიმეა.

მსგავსი პოსტები

Back to top button