აქცია საქალაქო სასამართლოს ეზოში

თბილისში, საქალაქო სასამართლოს ეზოში “ცენტრ პოინტის” დაზარალებულების აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ადგილზე ფოტოებით და პლაკატებით არიან მისული. ისინი დაცვის მხარეს საქმის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ.

დაზარალებულები პრობლემის გადაწყვეტაში ხელისუფლების ჩართვას და დროებითი მმართველის დანიშვნას ითხოვენ.

მათი თქმით, დროებითმა მმართველმა დაყადაღებული ქონების გაყიდვით, ზარალის ანაზღაურება და მშენებლობების დასრულება უნდა უზრუნველყოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button