რეგიონი

საგარეჯოში მაშველებმა ტყეში დაკარგული მამა და 9 წლის ბიჭი იპოვეს

საგარეჯოში მაშველებმა ტყეში დაკარგული მამაკაცი და მისი არასრულწლოვანი შვილი იპოვეს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მცხოვრები მამა და 9 წლის ბიჭი, ტყეში დილით წავიდნენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, ტყის სიღრმეში შესულმა პირებმა უკან დაბრუნება ვეღარ მოახერხეს.

მამაკაცი საგარეჯოს სამაშველო სამსახურს მობილური ტელეფონით თავად დაუკავშირდა, თუმცა მას შემდეგ, მასთან კავშირი შეწყდა.

რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, სამაშველო სამსახურმა მამა- შვილს მიაგნო და სახლში დაბრუნებაში დაეხმარა.
თითქმის მთელი დღის განმავლობაში ტყეში ყოფნის მიუხედავად, ორივე პირი თავს კარგად გრძნობს და არცერთ მათგანს დაზიანება არ აღენიშნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button