მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

საგარეჯოში მოლეკულური ლაბორატორია ამუშავდა

საგარეჯოში თანამედროვე სტანდარტების მოლეკულური ლაბორატორია გაიხნა. ლაბორატორია საგარეჯოს “ჯეოჰოსპიტალსის” ბაზაზე იმუშავებს.

ლაბორატორიაში, 300-მდე ბიოლოგიურ მასალას, 24 საათში ერთდროულად გამოიკვლევენ და პაციენტს პასუხს დაუყოვნებლივ აცნობებენ.

კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი შიოშვილის ინფორმაციით, ლაბორატორია ლუგარის გარე შეფასების სისტემაშიც ჩართულია.

„პანდემიის ფონზე ეს არის საუკეთესო საშუალება, მოხდეს ნიმუშის კვლევა და პაციენტმა პასუხი ოპერატიულად იცოდეს გარდა ამისა, მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის SARS-CoV-2 ვირუსის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ხარისხის გარე შეფასების სისტემაშიც მონაწილეობს” -განაცხადა შიოშვილმა.

გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ლაბორატორიაში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელთან ერთად იმყოფებოდა.

მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის ამოქმედებასთან ერთად, „ჯეო ჰოსპიტალსი“ შესაბამისი ბიოლოგიური მასალის ქვეყნის მასშტაბით გადატანასაც უზრუნველყოფს.

მსგავსი პოსტები

Back to top button