მნიშვნელოვანირეგიონი

საგარეჯოში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე წარსულში ნასამართლები პირი დააკავეს

საგარეჯოში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე წარსულში ნასამართლები პირი დააკავეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 46 წლის მამაკაცი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში, ყოფილ მეუღლეს და ყოფილი მეუღლის ქმარს, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა ხოლო ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობას, მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

მსგავსი პოსტები

Back to top button