საგარეჯოში “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი თამარ ხიდაშელი იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოში დაგეგმილი შუალედური არჩევნებისთვის “ქართული ოცნების” კანდიდატად თამარ ხიდაშელი წარადგინა. თამარ ხიდაშელი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარეა.

მარტვილში კი “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება სოსო დანელია. დანელია წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა იტალიის რესპუბლიკაში. გარდა ამისა, არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი და მინიჭებული აქვს სამეცნიერო ტიტულები საქართველოში და იტალიაში.

საგარეჯოსა და მარტვილში პარლამენტის შუალედური არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. ამ ორი რაიონის ამომრჩეველს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი არ ჰყავს, რადგან მარტვილის მაჟორიტარი ნაული ჯანაშია რამდენიმე თვის წინ ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, საგარეჯოს მაჟორიტარი თინა ხიდაშელი კი თავდაცვის მინისტრი გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button