“საგარეჯოში ბიზნესმენმა 50-მდე გლეხის თანხა მიითვისა” [Audio]

პრემიერმინისტრმა სოფლის მეურნეობის მინისტრს და შესაბამის უწყებებს დაავალა, რომ ერთ-ერთ ბიზნესმენთან დაკავშირებით, რომლის ვინაობაც გიორგი კვირიკაშვილმა არ დაასახელა, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

პრემიერის თქმით, საგარეჯოს რაიონის რამდენიმე სოფელში ერთ-ერთმა ბიზნესმენმა, რთველის პერიოდში 50-მდე მევენახეს შესაბამისი თანხა არ გადაუხადა.

სწორედ ამიტომ, პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველა შესაბამისი უწყება უნდა დაინტერესდეს და მკაცრი რეაგირება მოახდინოს. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნულ ფაქტს ამაზრზენი უწოდა.

თავის მხრივ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, პრემიერს პირობა მისცა, რომ საკითხთან დაკავშირებით უწყება მაქსიმალურად შეეცდება გამოსავლის პოვნას.

მსგავსი პოსტები

Back to top button