რეგიონისაქართველოსიახლეები

საგარეჯოში ტექდათვალიერებას აპროტესტებენ

საგარეჯოში ტექდათვალიერების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. იმ მძღოლების ნაწილი, რომელთა ავტომობილებმა ტექდათვალიერება სიძველის გამო ვერ გაიარეს, ქალაქის ცენტრში შეიკრიბა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიმართავენ და რეგიონის მოსახლეობისთვის გარკვეული შეღავათების დაწესებას ითხოვენ.

მათივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რეგულაციებს არ გადახედავენ, მევენახეები ავტომობილებს სასოფლო- სამეურნეო დანიშნულებით ვეღარ გამოიყენებენ და პროტესტის მასშტაბებს გაზრდიან.

ტექდათვალიერება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 1 იანვრიდან ამოქმედდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button