მშენებლობიდან ჩამოვარდნილი მამაკაცი გარდაიცვალა

თბილისში, დიდ დიღომში, მშენებლობიდან მამაკაცი ჩამოვარდა და გარდაიცვალა.
თვითმხილველთა განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
მომხდარი შსს-ს პრესსამსახურში დაადასტურეს.
გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.