მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

საგარეჯოში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დაარბიეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში შეიჭრნენ.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ დაწერა.

„ხაშმში წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში შეიჭრნენ, შეურაცხყვეს, დააზიანეს და გაიტაცეს ნივთები. დეტალებს, როგორც კი გავარკვევ, გავავრცელებ“, – წერს მამა ანდრია.

ეკლესიის დარბევის შესახებ, შინაგან სამინისტროში ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button