მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

საგარეჯოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა- შენახვისთვის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 43 წლის მამაკაცი დააკავეს.

სოფელ ლამბალოში, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, სამართალდამცავებმა კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 30 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236- ე მუხლით დაიწყო.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 3- დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

მსგავსი პოსტები

Back to top button