მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აფრიკის კავშირი “დიდი ოცეულის” მუდმივი წევრი გახდა

აფრიკის კავშირი “დიდი ოცეულის” მუდმივი წევრი გახდა.

55 ქვეყნისგან შემდგარი გაერთიანება ახლა მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების სამიტზე, საკუთარი დელეგატებით, ევროკავშირის მსგავსი სტატუსით იქნება წარმოდგენილი.
“ჩვენ მივესალმებით აფრიკული კავშირის წევრობას და დარწმუნებულები ვართ, რომ მისი ჩართვა G20-ის მუშაობაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თანამედროვეობის გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში,” – განაცხადა ინდოეთის პრემიერმინისტრმა, ნარენდრა მოდიმ.

აღსანიშნავია, რომ “დიდი ოცეულის” სამიტი ინდოეთის დედაქალაქში დღეს დაიწყო. ორდღიანი შეხვედრის განმავლობაში, მსოფლიო ლიდერები მდგრად განვითარებაზე, კლიმატურ ცვლილებებსა და გეოპოლიტიკურ დაძაბულობებზე იმსჯელებენ.

ჯერ კიდევ შეხვედრის დაწყებამდე, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ პირობა დადო, რომ უკრაინას არ მისცემს სამიტის დაჩრდილვის შესაძლებლობას, რის გამოც უკრაინა ამჯერად სამიტზე საერთოდ არ მიუწვევიათ.

სამიტს არ ესწრებიან რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები. ვლადიმერ პუტინის ნაცვლად, ნიუ-დელიში საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩავიდა.

ცნობისთვის, 9-10 სექტემბერს დაგეგმილ სამიტს, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად ესწრება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. იმის მიუხედავად, რომ პირველ ლედის, ჯილ ბაიდენს, კორონავირუსი დაუდასტურდა, ბაიდენი ინდოეთში ჩავიდა. პრეზიდენტის ტესტი უარყოფითი იყო.

როგორც ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, ადმინისტრაცია დიდი ოცეულის შეხვედრებზე ორიენტირებული იქნება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უკრაინის ომი, კლიმატის ცვლილება და ვალის რესტრუქტურიზაცია.

მსგავსი პოსტები

Back to top button