მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

ლაგოდეხში კორონავირუსი 14 წლის მოზარდს დაუდასტურდა

კოვიდ 19-ის ორი ახალი დადსტურებული შემთხვევაა ლაგოდეხში. ჯამში აქ შემთხვევათა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, 14 წლის მოზარდი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის ოჯახის კლასტერია.

როგორც ირკვევა, მოზარდი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მეზობელია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაგოდეხის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი გოზალიშვილი რადიო ჰერეთთან აცხადებს, რომ სასწავლო წლის დაწყების მიუხედავად 14 წლის მოზარდი სკოლაში არ მისულა, თუმცა მეზობელთან კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა.

მეორე ინფიცირებული კი ახალგაზრდა კაცია, რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანში ცხოვრობს. კაცის დაინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია. ვირუსი მას გურჯააანის კლინიკაში გამოუვლინდა.

გიორგი გოზალიშვილის თქმით, ამ წუთებისთვის ეპიდემიოლოგები ყველა წყაროს კონტაქტების დასადგენად მუშაობენ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაგოდეხის სამსახურში ჰერეთს ასევე უთხრეს, რომ ამ ეტაპისთვის ჯამში 39 კონტაქტს ამოწმებენ. 16 სექტემბერს გამოვლენილი ერთი ინფიცირებულის 27 კონტაქტის და სოფელ ფონის მოსახლეობდან აღებული 12 კონტაქტის ბიოლოგიური მასალის პასუხს ელოდებიან.

გოზალიშვილის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტები გადაუდებელი დახმარების სამსახურის ბრიგადებს სხვადასხვა სტაციონარში არსებულ თავისუფალ ადგილებზე კონფიდენციალურობის დაცვით გადაყჰავთ.

მოუსმინეთ გიორგი გოზალიშვილის ხმას

 

კახეთის რეგიონში სულ გამოვლენილია კორონავირუსის 30 შემთხვევა.

ყველაზე მეტი შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანშია, სადაც 17 სექტემბრის მონაცემებით -13 ინფიცირებულია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში – 7, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში – 8 და სიღნაღში – 2.

 

წაიკითხეთ ასევე

მსგავსი პოსტები

Back to top button