მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტების მორიგი იერიშები უკრაინის ტერიტორიებზე

1 დაღუპული და 3 დაშავებული – ასეთია ხარკოვზე გვიან ღამით სარაკეტო თავდასხმის შედეგი. რუსულმა ძალებმა იერიში ქალაქზე და ოლქის დასახლებული პუნქტებზე “S-300” ტიპის რაკეტით მიიტანეს.

გუბერნატურის ინფორმაციით, სამიზნე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ოთხსართულიანი შენობა იყო.
გასულ ღამეს უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში საჰაერო განგაში გამოცხადდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა ხერსონის პორტი დაბომბეს, რის შემდეგაც დნეპრში ნავთობი ჩაიღვარა.

გუშინ, დღის ბოლოს, ხერსონის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 5 ადამიანი, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა რეგიონის მშვიდობიან დასახლებებს არტილერიიდან, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, ნაღმტყორცნებიდან, ტანკებიდან და ქვეითი საბრძოლო მანქანებიდან გაუხსნეს ცეცხლი.
გასული დღის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემიდან 24 შეტევა განახორციელეს. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსი სამხედროები შეტევას ოთხი მიმართულებით: ბახმუტის, ავდეევკის, ლიმანისა და ნოვოპავლოვსკის რაიონებში ახორციელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, ხერსონის ოლქის ბერისლავის რაიონში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აკრძალული ფოსფორის საბრძოლო მასალა გამოიყენეს.
30 იანვარს, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი ორჯერ დაბომბეს. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, ავტომობილი და ელექტროქსელი. დაღუპულები და დაშავებულები არ არიან.
რუსულმა ჯარებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში ორ დასახლებას გაუხსნეს ცეცხლი. უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, რუსული ძალები დონეცკის ოლქს უტევენ, ასევე ცდილობენ ლიმანსკის, ბახმუტის, ავდიივკასა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით წინსვლას.

უკრაინის 9 ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სირენების ხმა ისმის კიროვოგრადში, პოლტავაში, ზაპორიჟიეში, დნიპროპეტროვსკში, ხერსონში, დონეცკში, მიკოლაივშ, სუმსა და ხარკოვში.

მსგავსი პოსტები

Back to top button