ოპოზიცია სოსო გოგაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

ოპოზიცურ პარტიებში სუს-ის უფროსის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის სავარაუდო, ელიტურ კორუფციულ ქმედებებზე გამოძიების დაწყების აუცილებლობას ხედავენ.

მათი თქმით, გოგაშვილის ამჟამინდელი სოციალური მდგომარეობა ეჭვს იწვევს, რადგან მისი შემოსავლები თანამდებობაზე დანიშვნამდე განსხვავებული იყო. ოპოზიციის წევრების თქმით, სანამ გაირკვევა შესაძლო კორუფციული გარიგების ფაქტის დეტალები, უნდა დადგეს სოსო გოგაშვილის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია გამოძიების დაწყების აუცილებლობას ხედავს.საპარლამენტო უმცირესობის მდივანს, ირაკლი აბესაძეს ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად ძიძიგური აღნიშნავს, რომ კანონდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, რეაგირება იქნება. 

თავად სოსო გოგაშვილს ამ თემაზე განმარტება არ გაუკეთებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button