მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავის მოსწავლე – ახალგაზრდობის სახლმა მუშაობა განაახლა

ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, თელავის მოსწავლე – ახალგაზრდობის სახლმა მუშაობა განაახლა. მოსწავლეთა სახლის სექციებში დაკავებული ბავშვებს, მეცადინეობაზე დასასწრებად გარკვეული რეგულაციების დაცვა მოუწევთ.

ახალგაზრდობის სახლის დირექტორის ეკა კობახიძის განმარტებით, რეგულაციები სავალდებულოა და სხვაგვარად მეცადინეობა ვერ შედგება.

“შემოსვლამდე მოსწავლე გადის დეზობარიერს, იკონტროლებს ტემპერატურას და იმუშავებს ხელებს. ვისაც სურს, მეხუთე კლასამდე ატარებს პირბადეს. ამის ზემოთ სავალდებულოა. ასევე იქცევა პედაგოგიც გაკვეთილზე შესვლამდე. თითო ჯგუფში იქნება მხოლოდ 5 ბავშვი, რომლებიც ერთმანეთთან დისტანციაში უნდა ისხდნენ. მშობელი შენობაში აღარ დაიშვება”- განაცხადა კობახიძემ.

თელავის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში 20- ზე მეტი სექციაა, სადაც სხვადასხვა ასაკის 300- ზე მეტი მოსწავლე მეცადინეობს.

კორონა ვირუსის პანდემიის გამო, სახლი ოქტომბერში დაიკეტა და მას შემდეგ, მოსწავლეები აღ

მსგავსი პოსტები

Back to top button