სპორტი
ქართველი მონარდეების გამარჯვება საერთაშორისო ტურნირზე

2 მაისს დაიწყო და 1-17 ოქტომბერს ფინალური სერიით დასრულდა სამი სერიისგან შემდგარი ნარდის საერთაშორისო ტურნირი თბილისში.
გრანდიოზულ ფინალში სხვა ქვეყნის სპორტსმენების გარდა 4 ქართველი ნარდის ოსტატი გამოდიოდა, რომლებმაც საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას მიაღწიეს.
დიდი საერთაშორისო ტურნირის “Clash Of Hemispheres”-ის გამარჯვებული ამერიკელ ბილ რილესი გახდა.
ქართველთაგან: ვერცხლის მედლის მფლობელი ბაქარ მათიკაშვილი გახდა. ბრინჯაოს მედალს კი რამაზ უკლება დაეუფლა.