USA თუ USR? [Video]

სოციალური ქსელების მომხმარებლებმა დონალდ ტრამპის ინაუგურაციისადმი მიძღვნილი კონცერტის დროს გაშვებულ სალუტს მიაქციეს ყურადღება, რომელმაც მძაფრი რეაქცია გამოიწვია და ხუმრობის საგნად იქცა.

როგორც ისინი აღნიშნავენ, ამერიკელი პიროტექნიკოსები ღამის ცაზე წარწერა “USA”-ს გამოსახვას აპირებდნენ, მაგრამ მაყურებლებმა განსხვავებული სურათი იხილეს, რომელმაც მათ საბჭოთა კავშირის ინგლისური აბრევიატურა – USSR გაახსენა.

“USR? რუსეთმა სალუტი დააჰაკერა?… როგორც ჩანს, United States of Russia იგულუსხმეს… ლოლ, პუტინმა სალუტის ფალსიფიცირება მოახდინა?… კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რუსეთის შეერთებულ შტატებში!”, – ხუმრობენ სოცქსელების იუზერები.

მსგავსი პოსტები

Back to top button