საია ენერგეტიკის სამინისტროს უჩივლებს

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების დეტალების გაცნობას ითხოვს.

საიას განაცხადი გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში შეაქვს. ორგანიზაცია საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ „გაზპრომთან“ გაფორმებული ძველი და ახალი შეთანხმებების ასლების მათთვის გადაცემას ითხოვს, ასევე ახალი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, „გაზპრომთან“ წარმოებული მოლაპარაკების დამადასტურებელი ყველა ოფიციალური დოკუმენტის ასლს.

იურისტებს კომპანიისგან აინტერსებთ, ​ვინ იყო რუსულ კომპანიასთან ბოლო მოლაპარაკებებში ჩართული და რა ფორმით მონაწილეობდა მასში ენერგეტიკის სამინისტრო.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურიტის, სულხან სალაძის თქმით, ორგანიზაცია ენერგეტკის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელსაც ამზადებს, რომელსაც საქალაქო სასამართლოში მომავალ კვირას შეიტანს.

მსგავსი პოსტები

Back to top button