მნიშვნელოვანისიახლეები

საია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს სარჩელით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებს.

საიას განცხადებით, ორგანიზაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს სარჩელით, რომელიც ეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივ დარღვევას.

ორგანიზაცია ითხოვს:

ცესკოს მიერ მიღებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას

არჩევნების შედეგების გაუქმებას

ხელახალი არჩევნების დანიშვნას

“ხმის მიცემის ფარულობა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და მისი დარღვევა დაუშვებელია. ეს უფლება არის დემოკრატიული პროცესების საფუძველი, ხოლო მისი უგულებელყოფა არღვევს საარჩევნო პროცესის ლეგიტიმაციას”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს სარჩელით, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივ დარღვევას ეხება.

16 ნოემბერს ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიიღო. დოკუმენტს ხელი მოაწერეს და ბეჭედი დაარტყეს. სხდომის პარალელურად ცესკოს შენობასთან მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ და ცესკოს უნდობლობას უცხადებდნენ.
შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ “ქართული ოცნება” ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.
ცესკოს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი ექნება, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას – ჯამში 61 მანდატი:

„კოალიციას ცვლილებისთვის“ – 19 მანდატი;
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობას“ – 16 მანდატი;
„ძლიერ საქართველოს“ – 14 მანდატი;
„გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი.
საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული “სერიოზული ეჭვები”.
შეგახსენებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა 11:00 საათზე დაიწყო. სხდომაზე კომისიის ოპოზიციური წევრის, დავით კირთაძის სიტყვით გამოსვლას კი დაპირისპირება მოჰყვა. კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა.

კირთაძემ კალანდარიშვილს საღებავი მას შემდეგ შეასხა, რაც ამ უკანასკნელმა სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცა და დარბაზის დატოვება მოსთხოვა.

კალანდარიშვილი ამბობდა, რომ კირთაძის გამოსვლა შემაჯამებელ ოქმს არ უკავშირდებოდა და მან 2-წუთიანი რეგლამენტიც დაარღვია. ამას კომისიის წევრის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. კირთაძე წამოდგა და თავისი მაგიდიდან ჭიქა აიღო, საიდანაც შემდეგ კალანდარიშვილს საღებავი შეასხა.

თითქმის 20-იანის შესვენების შემდეგ სხდომა განახლდა. გიორგი კალანდარიშვილს განახლებულ სხდომაზე მარცხენა თვალი შეხვეული ჰქონდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button