მნიშვნელოვანირეგიონი

საიუბილეო მეათე მსოფლიო გარბენი კახეთში

Wings for Life – მსოფლიო რბენა კახეთში, რომელსაც საქმელმოქმედო მიზნები აქვს, უკვე დაიწყო.

გარბენმა სათავე თელავი-ყვარლის გზატკეცილის მე-10 კილომეტრში, ლოპოტის ტბის გადასახვევ ნიშნულთან აიღო.

მსოფლიო რბენაში მონაწილეობას 5000-ზე მეტი პრი იღებს.

შეჯიბრს 18 წელს მიღწეული, ან უფროსი ასაკის სამი, ქალი, მამაკაცი და შშმ პირი გამარჯვებული ეყოლება, რომლებიც მომავლის წლის მსოფლიო რბენისათვის ლოკაციას თავად აირჩევენ.

მონაწილეების რეგისტრაცია 21 მარტს დაიწყო და 4 მაისს დასრულდა.

გარბენა სააველმოქმედოა და რეგისტრაციით მიღებული თანხა
სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალო სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ახორციელებს.

მსოფლიო რბენა – 6 კონტინენტზე, 25 ქვეყანასა 26 ლოკაციაზე ჩატარდება.

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელო გარბენი სამინისტროს ორგანიზებით, ფედერაცია “სპორტი ყველასათვის” და “რედბულის“ მხარდაჭერითა და თანაორგანიზებით ტარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button