საჯარო განხილვები თბილისის 10 რაიონში და ქვეყნის 10 მუნიციპალიტეტში დამატებით გაიმართება

“საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიის გადაწყვეტილებით, საჯარო განხილვები თბილისის 10 რაიონში და საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში დამატებით გაიმართება”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

შეხვედრები გაიმართება ზესტაფონში, სამტრედიაში, სიღნაღში, ხულოში, მარნეულში, ახლაქალაქში, ოზურგეთში, ფოთში, ყაზბეგსა და მესტიაში.

კომისია შეხვდება თემატურ ჯგუფებს, მათ შორის – სტუდენტებს და აკადემიკოსებს. ყველა შეხვედრა კანონის შესაბამისად, 3 ივნისამდე გაიმართება.

გუშინ თბილისში შეხვედრის ჩაშლის მიზეზი “აუდიტორია 115”-ის და პროფკავშირების წარმომადგენლების რეპლიკები გახდა.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვა 5 მაისს დაიწყო. ცვლილებები სულ 11 ქალაქში უნდა წარედგინათ. ბოლო შეხვედრა 15 მაისს თბილისში ჩაიშალა.

პროექტის მიხედვით: პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევს, მაჟორიტარული სისტემა უქმდება, ოჯახის დეფინიცია განისაზღვრება, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ამტკიცებს, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჩაიწერება, პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული არ არის.

მსგავსი პოსტები

Back to top button