მნიშვნელოვანირეგიონი

საჯარო მოხელეები, სიპებისა და აიპების თანამშრომლები, სკოლებისა და საბავშვო ბაღების პედაგოგები- ასეთია იმ ადამიანების სია, რომლებიც დღეს, კახეთიდან თბილისში, ” ქართული ოცნების ” მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე წაიყვანეს

საჯარო მოხელეები, სიპებისა და აიპების თანამშრომლები, სკოლებისა და საბავშვო ბაღების პედაგოგები- ასეთია იმ ადამიანების სია, რომლებიც დღეს, კახეთიდან თბილისში, ” ქართული ოცნების ” მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე წაიყვანეს.

საჯარო მოხელეებისათვის სპეციალურად დაქირავებული სამარშრუტო ავტობუსები, თელავში რამდენიმე ლოკაციაზე იყო მობილიზებული.

შეკრებაზე წამსვლელები ამბობდნენ, რომ ისინი ენის, მამულისა და სარწმუნოების დასაცავად მიდიან და გამჭვირვალეობის შესახებ კანონი, რომლის მიღებასაც პარლამენტი ცდილობს,რუსული არ არის.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის განცხადებით, აქციაზე წამსვლელი ყველა მოხელე, თბილისში საკუთარი ნებით გაემგზავრა.

” არავისთვის არაფერი დაგვიძალებია, ვისაც წასვლა უნდოდა, ისინი მიდიან. რაც შეეხება ხარჯებს, არ ვიცი, თანხა საიდან იხარჯება”- განაცხადა ანდრიაშვილმა.

” ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებული შეკრება, თბილისში , პარლამენტის წინ, საღამოს 20 საათზე დაიწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button