მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევი კონკურსი გაურკვეველი ვადით გადაიდო

საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევ კონკურსზე კახეთის რეგიონიდან შესაბამის ვებ-გვერდზე, დირექტორობის 85 მსურველი დარეგისტრირდა, თუმცა კონკურსი გადაიდო, ვებ გვერდი კი გაუქმებულია.

დირექტორის თანამდებობაზე კონკურსში მონაწილე პირებისათვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიზეზი არ განუმარტავთ.

” სპეციალური საიტი იყო, სადაც დავრეგისტრირდით და კონკურსს ველოდებოდით, თუმცა არც დაინიშნა, გვერდიც აღარ იძებნება და არც არავის განუმარტავს, რა ხდება”- , თქვა რადიო ჰერეთთან ერთ- ერთმა კონკურსანტმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის 25 საჯარო სკოლიდან დირექტორების კონკურსში მონაწილეობის ყველა დარეგისტრირდა.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი, დალი მინდიაშვილი ადასტურებს, რომ კონკურსის შესახებ ინფორმაცია არ არის.

” არ მაქვს არანაირი ინფორმაცია და არც ჩემი კომპეტენციაა ამ საკითხზე კითხვების დასმა. ჩვენი მუნიციპალიტეტის 25 სკოლის დირექტორიდან, კონკურსში მონაწილეობის სურვილი ყველას ჰქონდა, თუმცა ჯერჯერობით, ახალი არაფერი ისმის. ამ ეტაპზე, ყველა მოვალეობის შემსრულებელია”- განაცხადა მინდიაშვილმა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ, ცხელ ხაზზე კი განმარტავენ, რომ ახალი ინფორმაცია კონკურსის შესახებ, ჯერჯერობით არ არის.

დირექტირის თანამდებობის დასაკავებლად რეგისტრაცია 3- დან 17 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა
სკოლის დირექტორების კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 244-მა პირმა დააფიქსირა, თუმცა ინფორმაცია ტესტირების ზუსტი თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ, აღარ გამოქვეყნდა.

საჯარო სკოლების დირექტორების უმრავლესობას, თანამდებობაზე ყოფნის 6 წლიანი ვადა ამოეწურა და კანონის თანახმად, ხელახალი სერთიფიცირებაა საჭირო.

მსგავსი პოსტები

Back to top button