რეგიონი
საჯარო სკოლის შენობის მესამე სართულიდან მე-11 კლასელი გოგონა გადმოვარდა

სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის შენობის მესამე სართულიდან მე-11 კლასელი გოგონა ფანჯრის რაფიდან გადმოვარდა.
მისი მდგომარეობა მძიმეა.არსებული ინფორმაციით შემთხვევა საგაკვეთილო პროცესის, 5 წუთიანი შესვენების დროს მოხდა.
ადგილზე პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები იმყოფებიან. მიმდინარეობს თვითმხილველებისა და პედაგოგების გამოკითხვები.
მოზარდი ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი.