მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
საკადრო ცვლილებები სუს-ში
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები ოფიციალურად დაადასტურეს. რამდენიმე რეგიონული სამსახურის უფროსის დანიშვნის შესახებ ბრძანებას უწყების ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა ხელი უკვე მოაწერა.
კერძოდ, სუს-ის უფროსის ბრძანებით, ახალი ხელმძღვანელები ჰყავს კახეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონულ სამსახურებს.
გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურში სუს-ის უფროსის მოადგილედ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოქმედი ხელმძღვანელი, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ინიშნება.