საკალათბურთო სუპერლიგაში პლეიოფის მატჩები გაიმართა
საკალათბურთო სუპერლიგაში პლეიოფის მატჩები გაიმართა. “დინამომ” “მგზავრები -არმია” 83:72 დაამარცხა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
“დინამომ” მეტოქეს საერთო ჯამში 3:0 მოუგო. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ “სოხუმს” 103:77 სძლია და აკადემიის კალათბურთელები სერიაში 2:1 დაწინაურდნენ.
“რუსთავმა” “ოლიმპს” 74:66 მოუგო, სერიაში 3:0 გაიმარჯვა და ნახევარფინალში ითამაშებს.