სახალხო დამცველი საგარეჯოში ჩატარებულ არჩევნებს სწავლობს
საგარეჯოში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა.
უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მისი აპარატი შესაძლო დარღვევის ფაქტების შესწავლას განაგრობს და ინფორმაციას „პატრიოტთა ალიანსის” ლიდერისგან ელოდება.
„ვსწავლობთ შუალედური არჩევნების დროს მომხდარ სავარაუდო დარღვევებს. ჩვენი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საგარეჯოში, ასევე გამოთხოვილი გვაქვს ინფორმაცია. პირადად ირმასაც ვთხოვეთ, რომ მოეწოდებინა კონკრეტული დარღვევების შესახებ ინფორმაცია და ამის შემდეგ მოვახდენთ რეაგირებას“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.