მნიშვნელოვანისიახლეები

სახალხო დამცველი ღარიბაშვილს გამოეხმაურა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უკრაინასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ლომჯარიას შეფასებით, ღარიბაშვილის განცხადება უკრაინელი ხალხის გასაჭირში დატოვებას ნიშნავს.

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის  განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „მისი სიტყვები ისტორიაში შევა, როგორც ეროვნული უთავმოყვარეობის მაგალითი“.

„არსებობს ასეთი ცნება: ეროვნული თავმოყვარეობა! დღეს მოვისმინეთ ეროვნულად უთავმოყვარეო პრემიერის და ხელისუფლების განცხადება.

რამდენიმე დღეა ღარიბაშვილი აქცენტს აკეთებს „ეროვნულ პოლიტიკაზე“ და „ეროვნულ ინტერესებზე“.

როგორც ჩანს, „ოცნებამ“ გადაწყვიტა ამ სიტყვების საფარქვეშ ღიად გაატაროს ანტიეროვნული პოლიტიკა, ზუსტად ისე, როგორც კანონის უზენაესობის და დემოკრატიის საფარქვეშ ატარებს უკანონო და ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას.

დღევანდელ კომენტარს, არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტად ეროვნულ პოლიტიკასთან და ეროვნულ ინტერესებთან. მისი სიტყვები ისტორიაში შევა, როგორც ეროვნული უთავმოყვარეობის მაგალითი!“, – აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

უკრაინასთან დაკავშირებით პრემიერ ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ დღეს, 25 თებერვალს აქციას პარტია “დროაც” გამართავს. “პასუხი რუსულ ოცნებას” – ამ შინაარსით პროტესტი 19:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან იქნება. დღეს პარლამენტთან აქციას მართავს “გირჩი მეტი თავისუფლება”:

“ვაპროტესტებთ ჩვენი ხელისუფლების სამარცხვინო პოზიციას, რომ საქართველო დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს არ უერთდება!

უკრაინა ჩვენი მოძმე ერია, ბოროტების იმპერიას ერთად ვებრძვით და მიგვაჩნია, რომ ჩვენი სამშობლოს ასეთი პოზიცია არის ლაჩრული, უღირსი და ჩვენი ქვეყნის შემარცხვენელი.

მეგობრებს გასაჭირში მარტო არ ტოვებენ და თუ ბევრი რამის გაკეთება არ შეგვიძლია, სულ მინიმუმ თანადგომა მაინც უნდა გამოვხატოთ!!!

შევიკრიბოთ და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ქართველი ხალხი ლაჩარი და გამყიდველი ერი არ არის და რომ საქართველოს მოსახლეობა სხვანაირად ფიქრობს!” – წერს აქციის ორგანიზატორი მოძრაობა სირცხვილია

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, განცხადებით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში მონაწილეობას არ აპირებს. როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით მიიღეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button