მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო ძალადობის საქმეებს ეხმაურება

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს.

ომბუდსმენის განმარტებით, ბენეფიციარებმა პანსიონს მას შემდეგ მიმართეს, რაც პანსიონი დატოვეს.

“ბოლო წლების განმავლობაში არის არაერთი გამოძიება დაწყებული ძალადობის მუხლების საფუძველზე, ეს არის საკმაოდ მძიმე მუხლები ამ პანსიონის ბენეფიციარების მიმართ [სავარაუდო ძალადობაზე]. ასევე, ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ეს გამოძიებები დაიწყო მას შემდეგ, რაც ბენეფიციარებმა დატოვეს დაწესებულება და შემდგომ მიმართეს უკვე სამართალდამცველებს. ეს კიდევ არის დასტური იმისა, რომ იქ ყოფნის პერიოდში ბავშვებს არ აქვთ არანაირი საშუალება, რომ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე შეატყობინონ შესაბამის უწყებებს, ვინაიდან არიან სრულიად იზოლირებულები”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 57 ბავშვი ცხოვრობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button