სახალხო დამცველის აპარატი რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაკავებულთა ადგილსამყოფელს ადგენენ
თმების მოქაჩვა და ადამიანის მიწაზე თრევა-პოლიციამ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დააკავა- საია

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაკავებულთა ადგილსამყოფელს ადგენენ და ყველა იმ მოქალაქეს მოინახულებენ, რომლებსაც დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანენ.
“სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ადგენენ რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაკავებულ პირთა ადგილსამყოფელს და მოინახულებენ ყველა იმ პირს, რომელიც გადაყვანილი იქნება დროებითი მოთავსების იზოლატორებში. სახალხო დამცველის აპარატი პროაქტიულ რეჟიმში აკვირდება აქციების მიმდინარეობას, მოქმედებს ცხელი ხაზი 1481. სახალხო დამცველის აპარატი დაკავებულ პირთა შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის”, – წერს სახალხო დამცველი.
პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო. პოლიციამ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დააკავა. დაკავების პროცესს თან ახლავს ისეთი ქმედებები, როგორიცაა თმების მოქაჩვა და ადამიანის მიწაზე თრევა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
მანამდე, აქციის მონაწილეებს პოლიცია მოუწოდებდა, რომ ტროტუარზე გადასულიყვნენ და საავტომობილო მოძრაობა არ შეეზღუდათ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პოლიცია მათ ფიზიკურად გაუსწორდა.
რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტების დაკავებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოეხმაურა და განაცხადეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ძალადობრივი მეთოდებით აკავებედნენ.
“ძალადობრივი ქმედებები არღვევს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, არ შეესაბამება სამართლებრივ ნორმებსა და არის იმ რეპრესიების გაგრძელება, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს”, – წერს საია.
მათივე ცნობით, ამგვარი ქმედებები არღვევს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, არ შეესაბამება სამართლებრივ ნორმებსა და არის იმ რეპრესიების გაგრძელება, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს.
„29 დეკემბერს, დღის საათებში [14:14] შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ძალადობრივი მეთოდებით აკავებენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რომელთა შორის იყვნენ ქალებიც.
დაკავების პროცესს თან ისეთი ქმედებები, როგორიცაა თმების მოქაჩვა და ადამიანის მიწაზე თრევა.
ამგვარი ქმედებები არღვევს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, არ შეესაბამება სამართლებრივ ნორმებსა და არის იმ რეპრესიების გაგრძელება, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.