“შშმ პირთათვის აუცილებელი სერვისების რაოდენობა უნდა გაიზარდოს” – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ მომზადებულ ანგარიშს წარადგენს.

სახალხო დამცველის თქმით, ქვეყანაში არ ხდება გაერო-ს კონვენციის ეფექტური იმპლემენტაცია და მისი აღსრულება, ასევე, ქვეყანაში, სხვა წლების მსგავსად, შშმ პირების შესახებ სტატისტიკის წარმოება და ანალიზი. აქტუალურ პრობლემებს შორის რჩება არაადაპტირებული გარემო და ინფრასტრუქტურული პრობლემები.

ნანუაშვილის მკტკიცებით, ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურად არ ერთვებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციები.

სახალხო დამცევლის თქმით, გარკვეული პრობლემები დაფიქსირდა საარჩევნო უფლებით სარგებლობის შემთხვევებშიც. ომბუდსმენი ხელისუფლებას მოუწოდებს, გაზარდოს შშმ პირთათვის აუცილებელი სერვისების რაოდენობა, მათ შორის აბილიტაცია-რეაბილიტაციის პროგრამები.

მსგავსი პოსტები

Back to top button