მნიშვნელოვანისაქართველო

სახალხო რაზმების შექმნის მოწოდებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის
223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. საქმე ეხება ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თბილისში პატრულირება სახალხო რაზმებმა უნდა დაიწყონ.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დაუშვებელია, კანონიერი სახელმწიფო სტრუქტურების შემცვლელი ნებისმიერი წარმონაქმნის შექმნა, მისი ხელმძღვანელობა, მასში გაწევრიანება ან მისი შექმნისკენ მოწოდება.

ამასთან, ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა კანონით მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციაა. შესაბამისად, როგორც პოლიციის, ისე სხვა სახელმწიფო უწყების ფუნქციის შესრულების ნებისმიერი მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. ძალადობის, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის და კანონის დარღვევის თითოეულ ფაქტზე სამინისტროს ექნება შესაბამისი რეაგირება.

გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და მოხდება შესაძლო დანაშაულის ჩამდენი თითოეული პირის ქმედების სამართლებრივი შეფასება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button