თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება

თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება. განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ შესაბამისი დოკუმენტი კონტრ-ასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს გადაუგზავნა.

არჩევნების თარიღის დადასტურებას პრემიერ-მინისტრის კონტრ-ასიგნაციაც სჭირდება. ოფიციალური აქტი არჩევნების დანიშვნის შესახებ არჩევნებამდე 60 დღით ადრე, ანუ აგვისტოს ბოლოს გამოიცემა, რის შემდეგაც საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყება.

პარალელურად, ცესკო ახსენებს არჩევნებში მონაწილე პარტიებს, რათა მათ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში – ანუ არჩევნების დღის დანიშვნის შემდეგ მომდევნო 3 დღის განმავლობაში შესაბამისი განაცხადით ცესკო-ს თავმჯდომარეს მიმართონ.

მსგავსი პოსტები

Back to top button