რეგიონი

სახელმწიფო დროშებითაა მორთული კახეთის ცენტრალური ქუჩები

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, კახეთის რვა მუნიციპალიტეტში ეროვნული დროშებია გამოფენილი.

სახელმწიფო დროშებითაა მორთული ქალაქების ცენტრალური ქუჩები, ისტორიული ციხეები და ადმინისტრაციული შენობები.
სახელმწიფო დროშის დღე საქართველოში ყოველი წლის 14 იანვარს აღინიშნება.

ამავე დღესაა მიღებული საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი, რომელიც
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ, 2004 წლის 14 იანვრიდან შევიდა ძალაში.
სახელმწიფო დროშის დღე პირველად, 2012 წლის 14 იანვარს, თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზე აღნიშნეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button