მაიკლ დუგლასმა და ქეთრის ზეტა-ჯონსმა თანაცხოვრების 15 წლისთავი აღნიშნეს [Photo/video]

46 წლის ქეთრინ ზეტა-ჯონსმა საკუთარ ინსტაგრამზე ფოტოსურათი ატვირთა, სადაც 71 წლის მეუღლეს – მაიკლ დუგლასს ნაზად ეხვევა.
“იუბილეს გილოცავ. ძვირფასო მაიკლ! მიყვარს ჩვენი თანაცხოვრება. დაე, წინ კიდევ 15 წელი გველოდეს”, – დაურთო კომენტარი ქეთრინმა.

ცნობილმა წყვილმა 2000 წელს იქორწინა და რთული პერიოდი გამოირა, როცა ხანმოკლე დაშორება განიცადა. 2013 წელს, პრესამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ქეთრინს ბიპოლარული აშლილობა აქვს. მაშინ მაიკლმა შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: “ვერ ვიტან დეპრესიას, რომელიც ქეთრინს სჭირს”. რამდენიმე წლის წინ კი მაიკლს ყელის სიმსივნე დაუდგინეს. საბედნიეროდ, წყვილი ერთმანეთს მაშინაც არ დაშორდა.

“ქეთრინი ადრინდელზე უფრო მეტად მიყვარს და იმედია, ეს გრძნობა ორმხრივია. ერთად ბევრი გადავიტანეთ. როცა პარტნიორებს რამის გადალახვა და გაუმჯობესება ერთად სურთ, შედეგს აუცილებლად მიაღწევენ. როცა ერთ-ერთ პარტნიორს სურვილი გაუქრება, მაშინ არაფერი გამოვა”, – აღნიშნა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში დუგლასმა.

ვარსკვლავური წყვილი 2 შვილს ზრდის – 15 წლის დილანსა და 12 წლის ქერისს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”23473″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button