მნიშვნელოვანისიახლეები

დეოლიგარქიზაცის შესახებ კანონპროექტებზე პარლამენტი ეუთო/ოდირის დასკვნებს მომდევნო კვირაში მიიღებს

დეოლიგარქიზაციისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტებზე პარლამენტი ეუთო/ოდირის დასკვნებს მომდევნო კვირაში მიიღებს. პარტიები საკუთარ მოლოდინებზე საუბრობენ.

პოლიტიკური ჯგუფები დაახლოებით იგივე შინაარსის რეკომენდაციებს და შენიშვნებს ელოდებიან, რაც ვენეციის კომისიამ გამოგზავნა. თუმცა ამ შენიშვნებზე შეფასებები მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში რადიკალურად განსხვავებულია.
ოპოზიცია საკუთარ მოლოდინებზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტები დაახლოებით იგივე შინაარსის რეკომენდაციებსა და შენიშვნებს ელოდებიან, რაც ვენეციის კომისიამ გამოაგზავნა.

“ლელოში” ამბობენ, რომ ამ ეტაპისთვის არ არის შემუშავებული ის პროექტები, რომელიც შეასრულებდა 12 პუნქტის მოთხოვნებს. მათმა პარტიამ წარმოადგინა სასამართლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც “ლელოს” წარმომადგენლების თქმით, პუნქტობრივად პასუხობს იმ საკითხებს, რაზეც მითითებულია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია კი აცხადებს, რომ ახლა იმ ადამიანებს უნდა დააკვირდნენ, ვინც სამუშაო ჯგუფში არ ყოფილან ჩართულები.

“დიდი ხანია ხელი მაქვს ჩაქნეული ჩემს კოლეგებზე, რომ ისინი პოლიტიკურ პროცესებს ნორმალურად დაძრავენ, ამიტომ ქართველი ხალხის ნაბიჯებს ველოდები, როდის დასვამენ ე.წ. ლაფატკაზე ჩემს კოლეგებს და გააბრძანებენ ამ შენობიდან რომ სხვა ახალი ე.წ. ზამენა შემოვიდეს,”- აცხადებს იაგო ხვიჩია.
მას შემდეგ რაც დასკვნა თბილისში იქნება, მმართველ გუნდს არ მისცემენ ინტერპრეტაციის საშუალებას და გააკეთებენ ყველაფერს რაც მათი მოვალეობა იქნება.

“ვენეციის კომისიის დასკვნის შემდგომ, სადაც პირდაპირ წერია, რომ აღნიშნული კანონი შესაძლებელია, გამოყენებული იქნას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ- არ მგონია, რომ ეუთო/ოდირმა რაიმე განსხვავებული თქვას. იმიტომ, რომ დღეს ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები, რთულად წარმომიდგენია, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯები გადადგან,”-აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბაჩო დოლიძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button