მნიშვნელოვანისიახლეები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამ წუთებში ადგილზე “სირცხვილიას” აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები იმყოფებიან .აქციის მონაწილეები სუს-ის საქმიანობას აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ ეს არის ადგილი, საიდანაც ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას არაფორმალურად მართავს.

მათ ადგილზე ბანერების გარდა მუსიკალური ინსტრუმენტი მიიტანეს და ხმაურის ფონზე მიმდებარე ტერიტორიაზე მსვლელობით კიდევ ერთხელ აპროტესტებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ფარულ მოსმენასა და თვალთვალს.

აქტივისტებს თან სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ წარწერებით: “სირცხვილია”, “ახლა დუმილი დანაშაულია”, “ეს მთავრობა ყველაფერს ი-კადრებ-ს” “ნუ გაი-სუს-ები”. საპროტესტო აქციას შეუერთდნენ დროასა და ლელოს წევრებიც.

“სირცხვილიას” წევრები ამბობენ, რომ უწყება დღეს “ქართული ოცნების” დაკვეთებს ასრულებს.

აქციის მონაწილეები თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” ძალაუფლებას სწორედ სუს-ის ხარჯზე ინარჩუნებს.

სამოქალაქო აქტივისტის გიგა მაქარაშვილის განცხადებით, აქცია საინფორმაციო სახისაა.

“მინდა ყველამ იცოდეს, რომ თუკი რამ ცუდი სჭირს, ყველაფერი აქედან იგეგმება, შევახსენებთ სუსს, რომ გვახსოვს მათი ყოველი ბოროტება და არ ვაპატიებთ,”- აცხადებს მაქარაშვილი.

პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით ისინი საპროტესტო აქციას ამჯერად სუს-ის შენობის მოპირდაპირე მხარეს მართავენ. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

“სირცხვილიას” წევრი, გიგა მაქარაშვილის, თქმით, მაქსიმალური აქტიურობაა საჭირო, რათა საქართველოს ყველა მოქალაქემ დაინახოს, თუ რა საფრთხეს წარმოდგენს დღეს აღნიშნული უწყება.

აქციის გამო სუს-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.

ნიკა ნოზაძის და თამაზ დათუნაშვილის ხმა

გიგა მაქარაშვილის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button