მნიშვნელოვანი

,,სახელმწიფომ, საინფორმაციო გამოწვევების შესახებ სტრატეგიული დოკუმენტი უნდა მიიღოს“ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მედიაპროგრამის მენეჯერი მამუკა ანდღულაძე მიიჩნევს, რომ რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად, ერთიანი სტრატეგიული ხედვის შემუშავებაა საჭირო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებულ საინფორმაციო გამოწვევებს შეაჯამებს. ამის შესახებ მამუკა ანდღულაძემ რადიო ,,თბილისის“ ტოქ-შოუ „აქტიურ დროში“, საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე NTV-PLUS-ის შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

,,ეს დისკუსია უნდა იყოს საჯარო. უნდა მივიღოთ სტრატეგიული გადაწყვეტილება, თუ რა ხდება. არა ასე, მეხანძრეების პრინციპით, რომ ახლა ეს გამოჩნდა, არამედ, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კონსენსუსის საფუძველზე მიღებული დოკუმენტი, თუ რა საინფორმაციო გამოწვევები გვაქვს“, – განაცხადა მამუკა ანდღულაძემ. მისი თქმით, პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ გამოხატვის თავისუფლება დაუსაბუთებლად არ შეიზღუდოს.

მოისმინეთ მამუკა ანდღულაძის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button