სახელმწიფოს მერაბიშვილის სასარგებლოდ 12 000 ევროს გადახდა დაეკისრა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.
სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის ორი მუხლის დარღვევას.
დასკვნაში ნათქვამია, რომ ქართული სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, დაირღვა ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მე-5 და მე-18 მუხლები, რომლებიც ეხება “თავისუფლებას და ხელშეუხებლობას” და “უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს”.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთავრობამ მერაბიშვილს უნდა გადაუხადოს მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 4 ათასი ევრო. დამატებით 8 ათასი ევრო ხარჯების დასაფარად.
ამ თემაზე:
“ვანო მერაბიშვილს დაუსაბუთებლად შეეფარდა პატიმრობა”
ქართული მხარე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს