52 წლის კანადელმა ოჯახი მიატოვა, რათა 6 წლის გოგონად გადაქცეულიყო [Photo/video]

ტორონტოში 7 შვილის მამამ, მეუღლესთან 23 წლის თანაცხოვრების შემდეგ, ოჯახი მიატოვა, რათა 6 წლის გოგო გამხდარიყო, – წერს The Mirror.

46 წლის ოჯახის მამამ – პაულ ვოლსკმა უცაბედად სქესის შეცვლა გადაწყვიტა. ამის შესახებ მან მეუღლეს შეატყობინა და ოჯახი მიატოვა. მის გადაწყვეტილებას მხარი ადგილობრივი ტრანსსექსუალების ასოციაციამ დაუჭირა. შმდეგ კი მამაკაცი ჰორმონების მიღებასა და სქესის შეცვლის პროცედურებს შეუდგა.

ახლა ვოლსკი 52 წლისაა. იგი ხანდაზმულმა წყვილმა იშვილა და მამაკაცმა ოცნებაც აისრულა – ცხოვრობს ოჯახში, სადაც 6 წლის გოგოს როლი მოირგო, ახლადშეძენილი მშობლების შვილიშვილებთან ერთად კი კაბებსა და ბაფთებში გამოწყობილი თამაშობს.

ტრანსგენდერმა მიღებული გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ბავშვობაში პატარა გოგოსავით მოქცევის საშუალება არ ჰქონდა, ახლა კი ნატვრა აისრულა.

“უკან დავბრუნდი, ბავშვობაში, არ მინდა, რომ დიდი ვიყო. ამაში ჩემი ახალი დედ-მამა მეხმარება. მიხარია, რომ ისინი ჩემთან თავს კომფორტულად გრძნობენ”, – განაცხადა ინტერვიუში ვოლსკმა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”25345″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button