საყევარიშვილი და დვალი “რუსთავი 2”-ს დროებით მმართველებად დანიშნეს
მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ საქმეზე, ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, განჩინება გამოქვეყნა.
განჩინებაში ურთმელიძე მეხუთე მუხლში მიუთითებს, რომ “შპს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2″-ის დროებით მმართველად დაინიშნოს დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი”.
მეექვსე პუნქტში კი აღნიშნულია, რომ დვალმა და საყევარიშვილმა უფლებამოსილების განხორციელება განჩინების გამოქვეყნების დღესვე, ანუ 5 ნოემბრიდან უნდა დაიწყონ.
მეშვიდე პუნტქტში კი მოსამართლე ურთმელიძემ რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერა.
ურთმელიძე აქვე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება განჩინების გამოქვეყნებისთანავე უნდა აღსრულდეს, ანუ 5 ნოემბერს.
რევაზ საყევარიშვილი ტელეკომპანია იმედის ყოფილი გენერალური დირექტორია, ხოლო დავით დვალი “რუსთავი 2”-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი.