საყევარიშვილი და დვალი “რუსთავი 2”-ს დროებით მმართველებად დანიშნეს

30925_cover_bმოსამართლე თამაზ ურთმელიძემ საქმეზე, ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, განჩინება გამოქვეყნა.

განჩინებაში ურთმელიძე მეხუთე მუხლში მიუთითებს, რომ “შპს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2″-ის დროებით მმართველად დაინიშნოს დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი”.

მეექვსე პუნქტში კი აღნიშნულია, რომ დვალმა და საყევარიშვილმა უფლებამოსილების განხორციელება განჩინების გამოქვეყნების დღესვე, ანუ 5 ნოემბრიდან უნდა დაიწყონ.

მეშვიდე პუნტქტში კი მოსამართლე ურთმელიძემ რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერა.

ურთმელიძე აქვე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება განჩინების გამოქვეყნებისთანავე უნდა აღსრულდეს, ანუ 5 ნოემბერს.

რევაზ საყევარიშვილი ტელეკომპანია იმედის ყოფილი გენერალური დირექტორია, ხოლო დავით დვალი “რუსთავი 2”-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button