სახლების გადახურვაზე დასაქმებულ მუშებს ხელფასს არ აძლევენ
ოცი აგვისტოს სტიქიის შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დაზიანებული სახლების გადახურვა დასრულდა, თუმცა მუშებს ამ დრომდე შრომის საფასური არ მიუღიათ.
როგორც რადიო “ჰერეთს” მშენებლობაზე დასაქმებულთა ერთმა ნაწილმა განუცხადა, ადგილობრივ ხელისუფლებასაც მიმართეს, თუმცა ორი თვეა საკუთარ ხელფასს უშედეგოდ ითხოვენ.
ლაგოდეხის გამგებლის, კახა ჯამბურიას თქმით, “მშენებლებს შრომის ანაზღაურების ნაწილი დღეს ჩაერიცხებათ, სრულ თანხას კი მას შემდეგ მიიღებენ რაც სამუშაოების შესახებ სამხარაულის ეროვნული ბიურო დასკვნას დადებს”.
ჯამბურია ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მშენებლებს თავად უკვე მიაწოდა.
მშენებლები ხელისუფლებისგან ხელფასების დროულ გაცემას ითხოვენ, წიინაღმდეგ შემთხვევაში კი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
როგორც ცნობილია აგვისტოს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშოებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან კახეთის რეგიონს 5 მილიონამდე ლარი გამოეყო. ლაგოდეხში მუშებმა 600-მდე სახლი გადახურეს.
მოუსმინეთ აუდიო მასალას