მოსკოვში 850 მომიტინგე დააკავეს [Photo/Video]

მოსკოვის ცენტრში ჩატარებულ ანტიკორუფციულ მიტინგზე 850 ადამიანი დააკავეს. სამართალდამცველებმა ხელკეტები და ცრემლმდენი აირი გამოიყენეს, – იუწყება ტელეარხი Дождь.

850 მოქალაქე რუსეთის დედაქალაქის შინაგან საქმეთა 30 განყოფილებაში გადაიყვანეს. დაკავებულთა შორის 10 არასრულწლოვანი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი იყო.
მიტინგის დროს ერთი პოლიციელი დაიჭრა. საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ანტიკორუფციული აქციები რუსეთის მრავალ სხვა ქალაქშიც ჩატარდა. მარტის დასაწყისში ალექსეი ნავალნიმ ვრცელი დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც რუსეთში უძრავ ქონებასთან დაკავშირებული კორუფციული ფაქტების თაობაზე ჩატარებულ გამოძიებას ეხებოდა. კორუფციაში, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი იყო დადანაშაულებული.

[print_gllr id=55275]

მსგავსი პოსტები

Back to top button