მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“სახლიდან გაუსვლელად” შესაძლო ეკონომიკური საქმიანობების სია

მთავრობამ იმ ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი დაადგინა, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის დროს ფუნქციონირება არ აეკრძალებათ. დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ ეკონომიკური საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ დისტანციურად (სახლიდან გაუსვლელად).

“დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, დისტანციური მუშაობა გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან (სამსახურიდან, ოფისიდან, მაგრამ არა უმეტეს 5 ადამიანისა), — წერია დადგენილებაში.

დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა, სადაც გაიწერა კონკრეტული კომპანიებისა და საქმიანობის ტიპის ჩამონათვალი. დანართის თანახმად, საქმიანობა არ ეკრძალება:

სამთმომოპოვებითი მრეწველობა და კარირული დამუშავება;
შენობებისა და ნაგებობების მშენებლობას (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);
სამოქალაქო მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);
საშენი მასალების წარმოება (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);
თამბაქოს ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა (გარდა სპეციალიზებული სავაჭრო ჯიხურებისა);
სასტუმროები (მხოლოდ საკარანტინო მიზნებისთვის);
საგამომცემლო საქმიანობა (პრესის ბეჭდვა),;
ტელერადიო მაუწყებლობა, ელექტრონული კომუნიკაციები, სადაზღვევო და სალიზინგო საქმიანობა (დისტანციურად);
სარეკლამო სააგენტოების საქმიანობა (დისტანციურად);
არქიტექტურული საქმიანობა (დისტანციურად);
შენობების საერთო დასუფთავება და დეზინფექცია, სახანძრო მომსახურება, ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით (დისტანციურად);
პირბადეების, პირადი დაცვის საშუალებების წარმოება;
ტექსტილის რეცხვა და ქიმწმენდა;
სატელევიზიო პროგრამების წარმოება და ტელემაუწყებლობის საქმიანობები;
საფოსტო და საკურიერო მომსახურება;
საგამომცემლო საქმიანობა.

მსგავსი პოსტები

Back to top button