ახლადრეაბილიტირებული ბაღი ბორჯომში თავიდან სარემონტოა”

დღეს დილით ბორჯომის პირველ ბაღში მისულ თანამშრომლებს სასმელი წყლის მილი დაზიანებული,ბაღის ორი სართული კი ჩამორეცხილი დახვდათ – ინფორმაცია ტელეკომპანია “ბორჯომი” ავრცელებს.

მაუწყებელი წერს, რომ  პირველ ბაღს სრული რეაბილიტაცია ბოლო 4 თვის განმავლობაში უტარდებოდა და 16 ოქტომბერს უნდა გახსნილიყო.

როგორც თანამშრომლებმა თქვეს,  “მილი მეორე სართულზე სამრეცხაოში დაზიანდა და ფაქტობრივად ბაღის ნახევარი თავიდან სარემონტო გახადა”.  დაზიანებულია ორი სართულის იატაკი, ჩამორეცხილია კედლები და ინვენტარი.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button