საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 2 კანდიდატი დასახელდა

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებმა სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატურა ირინა იმერლიშვილი და ზაზა თავაძე წარადგინეს.

„სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის“ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარმა მრჩეველმა გიორგი ლომთაძემ განაცხადა.

მან არ დააკონკრეტა, თუ ვინ წარადგინა ზაზა თავაძის კანდიდატურა. ცნობილია, რომ ირინა იმერლიშვილის კანდიდატურას მხარს უჭერენ გიორგი კვერენჩხილაძე და მაია კოპალეიშვილი.

რაც შეეხება თავმჯდომარის კანდიდატურების განხილვას და არჩევას, ლომთაძის ინფორმაციით, აღნიშნულის თაობაზე პლენუმის სხდომა 20 ოქტომბერს იმსჯელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button