საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაასრულა

“სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაასრულა. სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებულ პროექტს 22 აპრილს უყრიან კენჭს”,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნულიი, “პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 15 დეკემბერის დადგენილებით შექმნილმა კომისიამ, სამუშაო ჯგუფის ფორმატში სამ ეტაპიანი შეხვედრები გამართა. ოთხი თვის განმავლობაში სამუშაო შეხვედრებზე კონსტიტუციის თავებისა და მუხლების დეტალური განხილვა-რედაქტირება დისკუსიის და დებატების რეჟიმში მიმდინარეობდა. კომისიის თითოეულ წევრს საკუთარი წინადადებების და მოსაზრებების წარმოდგენის საშუალება მიეცა.

სამუშაო ჯგუფის ფორმატში განხილულ საკითხებს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე შეაჯამებენ. ახალი კონსტიტუციის რედაქციის პროექტს კომისიის წევრები 22 აპრილს უყრიან კენჭს. მიღებული დოკუმენტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება და საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის საქართველოს მოქალაქეებს წარედგინებათ”.

მსგავსი პოსტები

Back to top button