საკონსტიტუციო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს
პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიას, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე გააკეთა.
რაკლი კობახიძის განცხადებით, დადგენილების ინიცირება გუშინ მოხდა. კომისია იმავე ფორმატის იქნება, რა ფორმატითაც ის შეიქმნა სამი წლის წინ.
კომისიის შემადგენლობაში შევლენ როგორც საპარლამენტო ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და კონსტიტუციური ორგანოს წარმოდგენლები, სამოქალაქო სექტორი და ექსპერტები.
კომისიის შექმნაზე პარლამენტი შესაბამის გადაწყვეტილებას პლენარულ სხდომაზე მიიღებს. შესაბამისად, განისაზღვრება იმ სუბიექტების კვოტები, რომლებიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში იქნებიან წარმოდგენილი.
პროცედურის მიხედვით, ამის შემდეგ საკანონმდებლო ორგანო კვოტების შესაბამისად, საკონსტიტუციო კომისიის პერსონალურ შემადგენლობას დაამტკიცებს.